-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბერულავა გიორგი ვახტანგის ძე (12.I.1966, სოხუმი), ეკონომისტი, პროფესორი. დაამთავრა ვოროშილოვგრადის მანქანათმშენებლობის ინ-ტის ეკონ. ფაკ–ტი, სპეციალობით ინჟინერ-ეკონომისტი (ქ. ლუჰანსკი, უკრაინა, 1988), და საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის ასპირანტურა (1993), ეკონომიკის მეცნ. კანდიდატი (1994), ეკონომიკის მეცნ. დოქტორი (2000), ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ–ტის სოხუმის ფილიალის დოცენტი (2001) და პროფესორი (2004), პენსილვანიის შტატის უნ–ტის ფულბრიტის მოწვეული პროფესორი (აშშ, 1997-1998), სოხუმის სახელმწ. უნ–ტის პროფესორი (2009-დან), პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (1994-2006), ამავე ინ–ტის განყ–ების გამგე (2006-დან) და მთ. მეცნიერ თანმშრომელი (2018-დან), პრეზიდენტის II - ხარისხის სტიპენდიანტი (1999), პრეზიდენტის I - ხარისხის სტიპენდიანტი (2001).
თხზ.: ბერულავა, გ. (1999). ფირმის მარკეტინგული მოდელი. მონოგრაფია. თბ., ცოდნის წყარო; ბერულავა, გ. (თანაავტორი). (2007). საქართველოს მთავრობის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის უსაფრთხოების ასპექტის გაძლიერება. მონოგრაფია. თბ., გრიფონი; Berulava, G. (co-authors). (2013). Economic and Social Vulnerability in Georgia. United Nation Development Programme. Tbilisi.