ბერიტაშვილი ბაკურ შალვას ძე
ბერიტაშვილი ბაკურ შალვას ძე

ბერიტაშვილი ბაკურ შალვას ძე (22.IX.1940, თბილ.-15.V.2019, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1963). სტაჟირებით მივლინებულ იქნა ქ. ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში (1964-1965), იქვე გაიარა ასპირანტურის კურსი (1966-1969). ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის ნალექთა რეგულირების ლაბორ. ხელმძღვანელია (1987-დან). იყო ინ-ტის დირექტორის მოადგილე საერთაშ. ურთიერთობის დარგში (1995-დან), დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (2000-დან). ასრულებდა კლიმატის ცვლილების ეროვნ. პროგრამის კოორდინატორის მოადგილის მოვალეობას (1996-2001). გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო, რ-ებიც ეძღვნება ღრუბელთა ფიზიკის, ნალექთა რეგულირების, ატმოსფერული ელექტრო და კლიმატის ცვლილებების პრობლემებს. იყო რამდენიმე მონოგრაფიის, კრებულის, და სხვა ნაშრომთა რედაქტორი.  დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე - "კონვექციურ ღრუბელთა ზოგიერთი დინამიკური მახასიათებლის ექსპერიმენტული შესწავლა"(1971)  და სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "ნალექთა ხელოვნური რეგულირების სამუშაოთა წარმოების მეთოდოლოგიური საფუძვლები (აღმოსავლეთ საქართველოს მაგალითზე)" (1994 ). ჯილდოები: ღირსების ორდენი (2001).

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბერიტაშვილი, ბ. (2011). კლიმატი და მისი ცვლილება, სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. თბილ. ტექნ. უნ-ტი, ISBN:9789941200120; ბერიტაშვილი, ბ. (2016). კლიმატის ცვლილება და გეოინჟინერია : დამხმ. სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის . - თბილ. ტექნ. უნ-ტი, ISBN: 9789941206740.