ბერიშვილი ზაურ ვალერიანის ძე
ბერიშვილი ზაურ ვალერიანის ძე

ბერიშვილი ზაურ ვალერიანის ძე (05.VII.1944, ქ. ზუგდიდი). ფიზიკოსი. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისში ახლადდაარსებულ, ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნ. კვლ. ინ-ტში (ნხფსკი, 1967). იყო  უკრაინის მეცნ. აკად. ნახევარგამტარების ინ-ტის ასპირანტი კიევში (1973-1976), სადაც წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კათოდური სამელექტროდიანი გაფრქვევის მეთოდით მიღებული დიელექტრიკული და ნახევარგამტარული ფირების შემუშავება, კვლევა და გამოყენება" (1976). მუშაობდა სამეცნ.-საწარმო გაერთიანება „მიონ“-ში  თბილისში, რ-იც შეიქმნა ნხფსკი-ს ბაზაზე  და ძირითადად ასრულებდა ყოფილი სსრკ სამხედრო კომპლექსის დაკვეთებს (1976-2004). არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი. მათ შორის  ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ.  ჟურნალებში: „Innovation plannar-rotational magnetron sputtering device modern mono and multicomponent coverings for synthesis“ (თანაავტორი, 2025); Innovative magnetron sputtering for the synthesis of catalytic and nanostructured materials and its possible using in biomedicine and in the fight against COVID-19 (თანაავტორი, 2020); Planar Magnetron Sputtering Device: A New Generation of Magnetron Sputtering Design and Technology (თანაავტორი, 2017). აქვს 10-მდე საავტორო უფლებები, საქართვ. პატენტი, განაცხადი საერთაშ. პატენტებზე და ინდოეთის პატენტი. მონაწილეობდა საერთაშ. მეცნიერებ. და ტექნოლ. ცენტრისა და ნატოს SFP ENABLE AB973796- ის ერთობლივ პროექტში № 801 (2002-2005), "GaAs ტექნოლოგიების შემდგომი გაუმჯობესება თანამედროვე სენსორული მიკროსისტემებისთვის“ და შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდისა და უკრაინის მეცნიერ. და ტექნოლოგიების საგრანტო პროექტში (№ 5644) "რადონის ფონი სასმელებში და ზედაპირულ წყლებში თბილისის დედაქალაქის მიდამოში" (2012-2014).  ბ. ზ. არის საქართვ. დამს. გამომგონებელი. ვეტერანი პირველთანრიგოსანი მთამსვლელი და მოთხილამურე, ცნობილი უშბას ექსპედიციის მონაწილე (1968). დღესაც აქტიურად არის ჩართული ვაკუუმში ინოვაციური პლანარულ-როტაციული მაგნეტრონული გაფრქვევის მოწყობილობის კონსტრუქციის და შესაბამისი ტექნოლოგიების სრულყოფაში, მის პოპულარიზაციასა და კომერციალიზაციის სფეროში. ბ. ზ.  არის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის  აკად. ნ. კეკელიძის სახ-ის ნივთიერებათა კვლევის სამეცნ. კვლ. ინ-ტის მთავარი მეცნ. თანამშრომელი, სსიპ ინ-ტი ”ოპტიკა“-ს უფრ. მეცნ. თანამშრომელი და კავკასიის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი.