-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ბერიშვილი ხათუნა ზაურის ასული (20.X.1973, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის კომერციისა და მარკეტინგის ფაკ-ტი (1990-1995); ამავე უნ-ტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი, გერმან. ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1993-1998); ილია ჭავჭავაძის. სახ. სახელმწ. უნი-ტის იურიდ. ფაკ-ტი (2000-2004); ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში (2000); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ლიზინგის ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები“ (2008) და მიენიჭა აკად. დოქტორის სამეცნ. ხარისხი, თსუ-ის კომერციისა და მარკეტინგის ფაკ-ტის ტურიზმის მიმართულებით (1997-2008); იყო საქართვ. ტექნ. უნ-ტის ,,საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების’’ კათედრის ასისტენტ-პროფესორი და სოხუმის სახ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2009-2012); თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2012); მონაწილეობს საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, არის რამდენიმე საერთაშ. აკად. წევრი მომხსენებლის რანგში. მრავალი ადგილ. და უცხოური სამეცნ. საგრანტო პროექტის მონაწილე, ექსპერტი, კოორდინატორი. მისი მონაწილეობით უკანასკნელ წლებში დასრულდა თსუ-ის მიერ დაფინანსებული 6 მიზნობრივი სამეცნ.-კვლ. პროექტი. გამოაქვეყნა სამეცნ. ნაშრომები, მონოგრაფია და არის სახელმძღვანელოს თანაავტორი. მათ შორის: „ტრანსეროვნული კორპორაციები და საქართველოს ინტეგრაცია გლობალურ ბიზნესში“ (მეცნიერება და ცხოვრება, 2014, N 1); „სამართლებრივი გარემოს ცვლის ტენდენციები საქართველოში და მათი ზეგავლენა ბიზნესის განვითარებაზე“ (ბიზნეს-ინჟინერინგი, 2015, N 4); „საქართველოში მცირე ბიზნესსუბიექტებზე მოქმედი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების ნეგატიური შედეგების გამოვლენა და დაძლევა“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2025, N 2, ტ. XVII).
თხზ.: ბერიშვილი, ხ. (2012). საერთაშორისო ტურიზმის ბიზნესი: სახელმძღვანელო. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941176289; ბერიშვილი, ხ. (2016). ლიზინგის როლი საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაში: მონოგრაფია. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941125836; ბერიშვილი, ხ. (2017). საერთაშორისო ბიზნესის მართვა. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941226924; ბერიშვილი, ხ. (2018). საერთაშორისო ბიზნესის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა: დამხმ. სახელმძღვანელო. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941220889.