ბერიშვილი გიორგი გიორგის ძე (17.IX.1958, თბილისი), ფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1975). იყო ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა დისერტაცია თემაზე:„მეტად დაბალი სიხშირის (მდს) ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ურეკის გეომაგნიტური ანომალიის ინტერპრეტაცია და გეომაგნიტური ფაქტორების შესაძლო გავლენა ადამიანზე“ (2003), აკადემ. დოქტორი (2007). მუშობა დაიწყო გეოფიზიკის ინ-ტში (1980-დან). ჯერ იყო თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1984), ხოლო შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2009). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,Complex Geophysical Investigation of Some Characteristics of Strong Local Magnetic Anomalies in Guria (Georgia)” (JGGS. –Issue A. Physics of Solid Earth., 2011-2012, vol.15); ,,О возможности основания базисной модели магнитотерапевтического курорта в низкогорной Гурии“ (Сборник трудов Ин-та геофизики АН Грузии, 2013, т. 64).