ბერიკელაშვილი გივი კონსტანტინეს ძე
ბერიკელაშვილი გივი კონსტანტინეს ძე

ბერიკელაშვილი გივი კონსტანტინეს ძე (03.I.1947, გურჯაანის რაიონი, სოფ. კარდენახი) – ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. სწავლობდა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტზე (1965-1970), საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ ინ-ტის ასპირანტურაში (1971-1974). მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1986), შემდეგ ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (2004). მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში  უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის (1974-1986), უფ. მეცნიერ-თანამშრომლის (1986-1990), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობეზე (1999-2000), შემდეგ მუშაობს მთ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (200-დან). არის სტუ-ის (1989-1993), თსუ-ის მოწვეული ლექტორი (1992-1994, 200-2001), თელავის ი. გოგებაშვილის სახ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2004-2005), თსუ-ის ახალციხის ფილიალის პროფესორი (2006-2007), სტუ-ის პროფესორი (2009-დან). მონაწილეობდა 6 ადგილობრივ სამეცნ. გრანტში. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშ. თუ ადგილობრივ სამეცნ. ფორუმში. არის 4 წიგნის, 1 მონოგრაფიისა და 71 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მისი რედაქტორობით გამოიცა კრებ. “პ. ჯანჯღავა, მათემატიკური ამოცანების ამოხსნის ნიმუშები: მათემატიკის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის და …, საარი, თბილისი, 2010”. გ. ბ.-ს სამეცნ. კვლევის თემატიკაა რიცხვითი მეთოდების მათემატიკური ანალიზი, კერძოდ, კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სასრული სხვაობების სქემები, სობოლევის სივრცეებში კრებადობის სიჩქარის შეფასებები, მაღალი სიზუსტის სქემები, არალოკალური სასაზღვრო ამოცანები. 

თხზ.: Berikelashvili, G. (2006). Construction and Analysis of Difference Schemes for Some Elliptic Problems, and Consistent Estimates of the Rate of Convergence. Mem. Differential Equations Math. Phys. 38, 1-131; ISSN 1512-0015; ბერიკელაშვილი, გ. (თანაავტორი), (2014). წრფივი ალგებრისა და დისკრეტული მათემატიკის ელემენტები. სტუ, ISBN: 9789941204722; ბერიკელაშვილი, გ. (თანაავტორი). (2018). ალბათობის თეორია : (სახელმძღვანელო), სტუ, ISBN: 9789941278242.