-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ეკონომისტი პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დეკანი
ბერიძე თეიმურაზ არჩილის ძე (16.XI.1956, თბილისი). ეკონომისტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, პოლიტეკონომიის სპეციალობით, შემდეგ ასპირანტურა (1978-1982); დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე: „საზოგადოებრივი წარმოების რეგიონული თვისებრივი და რაოდენობრივი განუსაზღვრელობა: (კვლევის მეთოდოლოგიური პრინციპები)“ (1983); არის საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონ. და სამართ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1983), სსრკ მეცნ. აკადემიის სტაჟიორ-მკვლევარი (1986-1987); მოსკოვის მეცნ. აკადემიის ეკონ. ინ-ტის დოქტორანტი (1988-1992); იქვე, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სუვერენიტეტის ეკონომიკური საფუძვლები: ურთიერთქმედების ახალი ასპექტები“ (1992) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხი; შემდეგ გახდა პროფესორი (1995); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ეკონ. ინ-ტის მიკროეკონ. განყ-ბის გამგე (1993-1995); საქართ. სტატ. სახელმწ. დეპარტ. თავ-რე (1996-2005); საქართვ. მეცნ. აკადემიის დირექტორის მოადგილე (1996). ბ. თ. არის მერილენდის უნ-ტში (აშშ) ფულბრაიტის პროგრამით მიწვეული პროფესორი (1995-1996); ნიუ-იორკის მეცნ. აკადემიის წევრი (1997); თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანი (2013–2018); ასოცირებული პროფესორი (2012- 2014) და პროფესორი (2014-დან); შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2005-2012), აზერბაიჯანის, საქართვ. საერთაშ. ბანკის გენ. დირექტორის მრჩეველი (2007-2012); აზიისა და წყნარი ოკეანის გაეროს სტატ. ინ-ტის, იაპონია, ტოკიო, მიწვეული ლექტორი (2005-2006); საქართვ. პრეზიდენტთან არსებული ეროვნ. უშიშროების საბჭოს ეკონ. უსაფრთხოების დეპარტ. დირექტორი (2005); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ექსპერტი (2019-დან). თ. ბ. იწვევენ საერთაშ. კონფერენციებსა და უნ-ტებში მომხსენებლად (ისრაელი (ქ. ბერ-შევა), ბარსელონა, ბერლინი, ბრიუსელი, ვაშნგტონი, ვენა, ზაგრები, კასაბლანკა, ლონდონი, ბოსტონი, ოტავა, პარიზი, რომი, სეული, სინგაპური, ტოკიო, დნიპრო და სხვ.); არის რამდენიმე ასოციაციის წევრი. მას მიენიჭა პაატა გუგუშვილის სახ. მედალი (2019); ნამდვილი სახელმწ. მრჩევლის საკლასო ჩინი (2005); წიგნს „ რეგიონული ეკონომიკის ეფექტიანობა: (პოლიტეკონომიური ასპექტი)“ მიენიჭა საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის მედალი და პრემია (რუსულ ენაზე, 1987); ასევე ამერიკის ბიოგრ. ინ-ტის მიერ ღირსების საერთ. დიპლომი, ეკონომიკაში გამორჩეული მიღწევებისათვის. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები: „გარდამავალი პერიოდის თავისებურებანი: (საქართველოს რესპუბლიკა, 1994, N 189); „ეკონომიკური რეფორმების ეკვატორზე“ (საქართველოს რესპუბლიკა, 1998, N 59); „ეკონომიკური ზრდის გაგების საკითხისათვის“ (გლობალიზაცია და ბიზნესი, 2018, N 6).
თხზ.: ბერიძე, თ. (2005). საზოგადოება და სტატისტიკა: სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიების კრებული. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9994012401; Беридзе, Т. (თანაავტორი). (2005). Очерки политической экономии посткоммунистического капитализма: (Опыт Грузии). М., Дело и Сервис, ISBN 5801802568; ბერიძე, თ. (თანაავტორი). (2018). რბილი სამართლის გავლენა კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე: ინტერდისციპლინური კვლევა. თბ., იურისტების სამყარო; ბერიძე, თ. (2024). ეკონომიკური კვლევების ანთოლოგია. თბ., უნივერსალი, ISBN: 978941339783; Beridze, T. (2024). Anthology of Economic Studies. London., Generis Publishing; Beridze, T. (2025). Georgia in transition Three Decades On. Tb., Universal, ISBN: 9789941339783.