-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი დოცენტი საქართველოს პარლამენტის წევრი
ბერიძე რუსუდან
ბერიძე რუსუდანი ივანეს ასული (20.VIII. 1939, ოზურგეთი - 17. V. 2023 ქ. თბილისი), მათემატიკოსი, პედაგოგი , პოლიტიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი(1965). დაამთავრა თსუ-ის მექნ.-მათ. ფაკ-ტი (1961) და ასპირანტურა (1965), იყო თსუ-ის უმაღლ. მათ. კათედრის დოცენტი (1968-1992). სამეცნ. ინტერესების სფერო: რიცხვთა თეორია. იყო: საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტ. სიით, (1992-1995) საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავ-რე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (1997-2005) არის 20 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით (1999).