-
ავტორი
- კატეგორიები: რეჟისორი კურსდამთავრებული
ბერიძე გიორგი პავლეს ძე (18.X.1954, თბილისი-30.VIII.2014), ოპერატორი, რეჟისორი. დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1976); თსუ-ის კინოხელოვნების ფაკ-ტის კინო სარეჟ. განყ-ება (1975); შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის კინო ფაკ-ტი, კინო საოპერატოროს სპეციალობით (1986). მუშაობდა საქართვ. პოლიტ. ინ-ტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად (1976-1980); კინოსტუდია “ქართულ ფილმში“ (1981-დან). როგორც ოპერატორს გადაღებული აქვს 60 მეტი ფილმი, მათ შორის: “სიკეთის ტელეფონი” (1986); “ანემია” (1987); “წყრომა” (1988); “პეიტარი” (1988); “დახატული წრე” (1988); “ტურანდოტი” (1989); “მარტივი პასიანსი” (1990; “ვალსი პეჩორაზე” (1992); “ანას დაბადების დღე” (1992); “იავნანა” (1994); “გილოცავთ” (1995); “ატრაქციონი” (1995); “ატუ-ალაბა” (1995); “ფიესტა” (1996); “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” (1996); “ძვირფასო მ.” (2000); “სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში” (2000); “ხვეული კიბით” (2001); “მშრალი ხიდის სიზმრები” (2003); “ეტიუდი №6” (2003); “საშობაო საჩუქარი” (2005); “თედო” (2005); “კავშირი” (2005); “გამცილებელი” (2006); “ჩემი თვითმფრინავი” (2006); “რევერსი (უბრალოდ თამაში)” (2006). დაჯილდოებული იყო არაერთი პრემიითა და პრიზით, მათ შორის: სახელმწ. და ი. გოგებაშვილის სახ. (1994) პრემიებით; გადაეცა ქართ. კინოაკადემიის პრიზი “ნატო” და პრემია “ოქროს არწივი” საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მხ. ფილმში “იავნანა “ (1940); პრიზი “ოქროს არწივი” ფილმისათვის “ატუ ალბა” (1996); პრიზით, ბუქარესტის საერთაშ. კინოფესტივალზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მხ. ფილმში “აბურდის ტანი”
ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი: 1996-1997. თბ., დიოგენე, ბაკურ სუკლაკაური, 1997.