-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის წევრი კურსდამთავრებული
ბერიანიძე რამაზ მიხეილის ძე (10. VIII. 1955, სოფ. დადიანეთი, გორის მუნიციპ.). დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზ. კულტურის ინ-ტი (1977); თსუ-ის სპეცფაკულტეტის ბიზნესის უმაღლ. სკოლა სპეციალობით სამართალმცოდნეობა, ბიზნეს იურისტი (1994). იყო კასპის რაიაღმასკომის კომენდანტი (1972-1973); კასპის რაიონის სოფ. აღაიანის საშ. სკოლის პედაგოგი (1977-1978); კალინინის რაიგანყოფილების რიგოსანი (1979-1980); კასპის №1 საშ. სკოლის მასწავლებელი (1980-1984); კასპის რ-ის კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორი (1984-1991); კასპის რაიონის საკრებულოს მდივანი (1991-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტ. ორგანიზაცია-„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ); საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №30 კასპის საარჩევნო ოლქიდან (1995-1999); იყო საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის (1995-1996), თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის (1996-1997), საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის (1995-1996); ასევე ამავე მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრი (1997-1999).
ლიტ: ვინ ვინაა საქართველოში: 1998-1999: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ.,1999, ISBN: 9992852399; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422.