-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ბერია ზურაბ რომანის ძე (29.XI.1962, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). დღემდე მუშაობს ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტის პლაზმის ფიზიკის განყ-ბაში (1989-დან), ამჟამად მეცნიერ-თანამშრომელია; იყო ფიზიკის ინ-ტთან არსებული სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „ფაზისის“ გენერალური დირექტორი (2000-2002). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1994). კითხულობდა ლექციებს სამედ. ტექნოლოგიების ინ-ტში (1993-2000) და აგრარულ უნ-ტში (201-2017). კითხულობს ლექციებს და ხელმძღვანელობს მასწავლებელთა მომზადების პროგრამებს საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნი-ტში (2017-დან). არის ამ უნ–ტის პროფესორი (2019-დან). არის მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნ. ცენტრის ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტი (2015-დან). ასწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და სპორტს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლებში (საბუნებისმეტყველო ლიცეუმი ათინათი, 1 ექსპერ. სკოლა, ნიუტონის სკოლა, თანამედროვე განათლების აკადემია, გოგოლესუბნის საჯარო სკოლა, ევროპული სკოლა, ოკლიფის სკოლა, 1993-დან). ამჟამად ასწავლის ფიზიკას დუშეთის რაიონის შატილის საჯარო სკოლასა და აითი სტეპ სკოლაში. არის ორი გამოგონებისა და 20-ზე მეტი სამეც. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. არის ფიზიკის 10-მდე სასკოლო და პროფ. სასწავლებლების სახელმძღვანელოსა და ამოცანათა კრებულების ავტორი და თანაავტორი. არის საქართვ. ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი (2023-დან).