ბერეჟიანი ვაჟა
ბერეჟიანი ვაჟა

ბერეჟიანი ვაჟა (19.I1954, თბილ.). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკა–მათემატიკის ფაკ–ტი  ფიზიკის სპეციალობით (1975).  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1983). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (2004). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საქალაქო ლაბორატორიაში (1979–მდე). მუშაობდა ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტში უმცროს, უფროს, მთავარ მეცნიერ თანამშრომლად და განყ–ების გამგედ (1981–დან). იყო თსუ–ის პროფესორი (2010-2011). თავისუფალი უნ–ტის პროფესორი და ფიზიკის სკოლის დეკანი (2011–დან). სხვადასხვა წელს იმყოფებოდა ხანგრძლივ სამეცნ. კვლევით მივლინებებში იტალიაში ტრიესტის თეორიული ფიზიკის ცენტრში, საფრანგეთში ანჟეს უნ–ტში, ტეხასის ოსტინის უნ–ტში, ბრიუსელის თავისუფალ უნ–ტში და ტოკიოს უნ–ტში.