ბერეჟიანი სალომე ივანეს ასული
ბერეჟიანი სალომე ივანეს ასული

ბერეჟიანი სალომე ივანეს ასული (1891-1960), დამსახ. მასწავლებელი, ბიოლოგიის მეცნ. კანდიდატი. დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1918). იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ნამდვილი წევრი (1915); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1918); მუშაობდა თბილ. ალ. პუშკინის სახ. კერძო გიმნაზიასა (23.X.1918) და თბილ. ქალთა მეექვსე გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად (19.I.1919); იყო  XX ს-ის ქართვ. პედაგოგი და საზ. მოღვაწე. აქტიურად მოღვაწეობდა განათლების სფეროში და წვლილი შეჰქონდა ქართვ. საზ-ბის განვითარებაში.

წყარო: საქართვ. ეროვნ.ბიბლიოთეკა; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ.2.