-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ისტორიკოსი ქართველთა შორის წერა კითხვის გაავრცელებელი საზოგადოების წევრი
ბერძენიშვილი მაქსიმე დავითის ძე (21.VIII.1889, თბილისი - 27.IV.1967, თბილისი), დაამთავრა თბილ. სას. სემინარია (1910). სწავლობდა ვარშავის უნ-ტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკ-ტზე (1912-1916). მუშაობდა მდივნის მოადგილედ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის გამგეობაში (1917); იყო მასწავლებელი (1918-დან); მუშაობდა შრომის სახელმწ. კომიტეტში, განსახკომში, თბილ. აღმასკომის სახ. განათლების განყ-ბაში; შექმნა ქართ. საადმინისტრაციო-საკანცელარიო ტერმინოლოგია (1921-1925); იყო საქართვ. წიგნის პალატის გამგე (1925-1932), შემდეგ გამგის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა წიგნის პალატის ორგანოები: "ბიბლიოგრაფიის მოამბე"; "წიგნის მატიანე"; "გაზეთის მატიანე". მუშაობდა ქართ. ენციკლოპედიის რედაქციაში სიტყვანის განყ-ბის გამგედ (1932-1934). მონაწილეობდა რუსულ-ქართ. ლექსიკონის შედგენაში (1937). თსუ-ში, სოხუმის, გორისა და ცხინვალის პედაგოგიურ ინ-ტებში კითხულობდა ლექციების კურსს ძვ. აღმოსავლეთისა და საბერძნეთ-რომის ისტორიაში(1934-1954); მუშაობდა თსუ-ის ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ- თანამშრომლად (1945-დან). მისი გამოკვლევა "ქალაქ ფაზისის პირველი ქართული მონოგრაფიაა ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქების შესახებ ისტორიისათვის"(1941, გამოქვეყნდა 1969). პარალელურად იკვლევდა XIX ს-ის საქართვ. საზოგადოებრივ-პოლიტ. მოძრაობის და საზ. აზრის ისტორიას. გახლდათ საზ. მოღვაწე.
თხზ.: ბერძენიშვილი, მ. (1941). თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ისტორიისათვის . თბ.; ბერძენიშვილი, მ. (1969). ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის. თბ.; ბერძენიშვილი, მ. (1980). მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის . თბ., მეცნიერება.