ბერძენიშვილი ამირან
ბერძენიშვილი ამირან

ბერძენიშვილი ამირან (11.VI.1952, ჩოხატაურის რაიონის სოფ. ზემოფარცხმა). თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის სოციოლოგიისა და სოც. მუშაობის მიმართულების პროფესორი (1990). ამავე მიმართულების ხელმძღვ. (2021). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1987). არის სოციოლოგიის საბაკალვრო პროგრამის თანახელმძღვანელი, კულტურისა და მედიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, სოციოლოგიის მიმართულების დოქტორანტების სამეცნ. ხელმძღვ., ფაკ-ტის საბჭოს წევრი. იყო უნ-ტის აკად. საბჭოს წევრი (2016-2018), ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1994-2004), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2006-2012). პროფესორ ბ.ა.–ს უცხოეთსა და საქართველოში გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი სოციოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე. აქტიურად არის ჩართული თსუ-ის საბავშვო უნ-ტში. საქართვ. ფილოსოფიურ მეცნ. აკადემიის აკადემოკოსი, კრებულ ფილოსოფიური ძიებანი სარედაქციო საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).

თხზ.: ბერძენიშვილი, ა. (2011). პოლიტიკური სოციოლოგია. თბ.; ბერძენიშვილი, ა. (2013). კლასიკური სოციოლოგიური თეორიები. თბ.; ბერძენიშვილი, ა. (თანაავტორი). (2013). სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოში: რეალური ვირტუალურის ძალაუფლება?. თბ., გამომც. მერიდიანი; ბერძენიშვილი, ა. (2017). თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები. უნ–ტის გამ–ბა; ბერძენიშვილი, ა. (2018). ალფერდ შუტცი ფენომენოლოგიური სოციოლოგიის ძირითადი პრინციპები თბ.; ბერძენიშვილი, ა. (2018). პიერ ბურდიეს სოციოანალიზის ძირითადი პრინციპები. თბ.; ბერძენიშვილი, ა. (2018). გეორგ ზიმელის ფორმალური სოციოლოგია. თბ.; ბერძენიშვილი, ა. (თანაავტორი). (2022). თანამედროვე სოციოლოგიური დისკურსი. თბ.; ბერძენიშვილი, ა. (თანაავტორი). (2023). პროტოსოციოლოგია. თსუ გამ–ბა; ბერძენიშვილი, ა. (თანაავტორი). (2024). სოციოლოგია დამწყებთათვის. თბ., გამომც. Carpe diem; ბერძენიშვილი, ა. (2024). აკადემიური თავისუფლება სტუდენტურ ფოკუსში. თბ., გამომც. უნივერსალი.