ბერაძე რევაზ გიორგის ძე
ბერაძე რევაზ გიორგის ძე

ბერაძე რევაზ გიორგის ძე (12.I.1994, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა (2016); მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ლაკვილას უნ-ტში (იტალია, 2018). ბ. რ.-ს. ფიზიკის მეცნ. აკად. დოქტორის ხარისხი მიენიჭა სადისერტაციო ნაშრომზე: „სარკული სამყაროს მოდელის ზოგიერთი კოსმოლოგიური და ასტროფიზიკური გამოვლინება" (2022); მუშაობდა ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტის გამოყენებითი კვლევების ცენტრში ინჟინერის (2021-2023); შემდეგ ამავე ინ-ტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განყ-ბაში უფრ. მეცნიე-თანამშრომელის პოზიციაზე (2023-დან); ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ექსპერ. მეთოდების ლაბორატორიაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე (2025-დან). ბ. რ.-ს კვლევის ძირითადი მიმართულებები: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კოსმოსური სხივები, კოსმოლოგია, ბნელი მატერია და გრავიტაციული ტალღების ასტრონომია. არის ათამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში. მაგ.: “Gravitational waves from mirror world” (MDPI Physics, 1(1), 67-75, 2019); “LIGO signals from the mirror world” (Mon.Not.Roy. Astron.Soc. 487 (2019) 1, 2019); "Binary neutron star mergers with missing electromagnetic counterparts as manifestations of mirror world" (Phys.Lett.B, 804, 135402, 2020). ბ. რ. აქტიურად მონაწილეობს შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში.