-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბერაძე სერგო ლეონტის ძე (12. III. 1900, სოფ. პატრიკეთი, წყალტუბოს რიონი-30. X.1981), ეკონომისტი, მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1935). დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი, პოლიტეკონომიის სპეციალობით (1930); მოსკოვის წითელი პროფესურის ინ-ტი (1935); აქტიურად მონაწილეობდა მიტინგებსა და ხალხთა ყრილობებში (1919-1920); მუშაობდა არჩევით საპასუხისბგებლო თანამდებობებზე (1922-1926); მოღვაწეობდა თსუ-ისა და საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ-ტში; დაინიშნა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დეკანად (1935-1936, 1956-1957); იყო პოლიტეკონომიის კათედრის ხელმძღვ. (1942-1950, 1955-1961); კათედრის გაყოფის შემდეგ სახ. მეურნეობისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვ.; აქტიურობდა პარტიულ და საზ. მუშაობაში; იყო სკკპ ცკ შტატგარეშე ლექტორი; საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს უმაღლ. და საშ. სპეც. განათლების სახელმწ. კომიტეტის სასწ.-მეთოდური საბჭოს პოლიტეკონომიის სექციის თავ-რე. ბ. ს.-ს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: „კავკასიის დაცვისათვის“ - მედალი, შრომითი მამაცობისათვის, „საბჭოთა საქართველო 50 წლისაა“- სამახსოვრო მედალი; იყო საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწეა (1961). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები პოლიტეკონ. და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე: „კ. მარქსის „კაპიტალის“ ისტორიული მნიშვნელობა“ (თსუ შრომები, 1944); „ილია ჭავჭავაძის ეკონომიური შეხედულებანი“ (თსუ შრომები, 1952, ტ. 69);
თხზ.: ბერაძე, ს. (1941). გაფართოებული სოციალისტური კვლავწარმოება კოლმეურნეობაში. თბ.; ბერაძე, ს. (1967). ბურჟუაზიული თეორიების კრიტიკა სოციალისტური ეკონომიკის შესახებ. თბ. საბჭ. საქართველო.
ლიტ.: მიქელაძე, ი. (თანაავტორი). (1981). გამოჩენილი მეცნიერი და აღმზრდელი: [საქ. სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის თბ. სახ. უნივერსიტეტის პროფესორის,ეკონომისტის სერგო ლეონტისძე ბერაძის გახსენება]. ეკონომისტი, N12, გვ. 69-70.