ბერაძე ნიკოლოზ ირაკლის ძე
ბერაძე ნიკოლოზ ირაკლის ძე

ბერაძე ნიკოლოზ ირაკლის ძე (7.XI.1945, თბილ.),  დაამთავრა თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტი ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალობით (1969). მუშაობს ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში, ჯერ ინჟინრად, შემდეგ უფრ. ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, განყ-ბის უფროსად, თბილ. ამინდის ბიუროს უფროსად, ჰიდრომეტცენტრის უფროსად, საქართვ. ჰიდრომეტეოროლოგიის რესპ. სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის უფროსად, საქართვ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ (1970-დან), და საქართვ. ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რედ (2000-დან). გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, რ-ებიც შეეხება მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, სტატისტიკის და გარემოს დაცვის საკითხებს. რამდენჯერმე მონაწილეობდა საერთაშ. კონფერენციებში. საქართვ. მუდმივი წარმომადგენელია მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში, გაეროს კლიმატის ცვლილების სამთვრობათშორისო ექსპერტთა და დსთ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფოთაშორისო კომიტეტებში (1994-დან). კითხულობს ლექციებს თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. საკანდიდატო დისერტაციის თემა-"ნალექების ნახევარდღეღამური ჯამის სტატისტიკური სტრუქტურა და მისი გამოყენება ნალექების მოკლევადიანი პროგნოზისათვის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცივ პერიოდში" (1984). ბ.ნ. საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის წ.-კორესპონდენტია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენი(2000).