ბენიძე ნანა ნოდარის ასული
ბენიძე ნანა ნოდარის ასული

ბენიძე ნანა ნოდარის ასული (26.XI.1968, ქუთაისი), მათემატიკოსი. დაამთავრა თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1985-1990); სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინ-ტის ასპირანტურაში (1990-1994); საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის დოქტორანტურაში (2009-2012); იყო ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1995); შემდეგ სადოქტორო  დისერტაცია დაიცვა თემაზე: “ალგორითმებისა და პროგრამების ვერიფიკაციის (კორექტულობის) კრიტერიუმების დადგენა ავტომატების თეორიის მეთოდებით“ და მიენიჭა ინორმატიკის აკად. დოქტორის ხარისხი (2012). იყო თსუ-ის გამოყენებითი მათ. და კიბერნეტიკის ფაკ-ტის უფრ. მასწავლებელი (1997); მათ. უზრუნველყოფის კათედრის უფრ. ლაბორანტი (1995-1996), ასისტენტი (1996-1997), უფრ. მასწავლებელი (1997- 2007); არის სოხუმის უნ-ტის საბუნებისმეტყველო მეცნ., მათემატიკის, ტექნოლ. და ფარმაციის ფაკ-ტზე, ინფორმატიკის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორი (2007- 2026). ბ.ნ. იღებდა მონაწილეობას კონფერენციებში, არის ავტორი და თანაავტორი სამეცნ. ნაშრომებისა: „გლობალიზაცია და ადამიანთა კეთილდღეობის მაკროეკონომიკური მაჩვენებელ (ეკონომიკური პროფილი, 2009,  აპრილი,N6); „საპენსიო რეფორმა საქართველოში“ (ბიზნეს-ინჟინერინგი, 2018, N 1-2); „აგროდაზღვევის განვითარების შესაძლებლობები“ (ეკონომიკა, 2019, N 5-6); „სავალდებულო ავტოდაზღვევის დადებითი და უარყოფითი მხარეები“ (ეკონომიკა, 2019, N 3-4); აგროდაზღვევის პროგრამის შემაფერხებელი ასპექტები და სამომავლო პერსპექტივები“ (ეკონომიკა, 2024, ტ. 106).

თხზ.: ბენიძე, ნ. (თანაავტორი). (2010). რისკები და დაზღვევა. თბ., [ინოვაცია]; ბენიძე, ნ. (2018). Java VS C++: შედარება, შეფასება, კრიტიკა): [დამხმარე სახელმძღვანელო]: ნაწ. 1. თბ.; ბენიძე, ნ. (2018). ამოცანათა კრებული C/C++-ში.  თბ., ISBN: 9789941807268; ბენიძე, ნ. (2022). შესავალი ალგორითმების თეორიაში. თბ.