-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი გეოგრაფი გეოლოგი მეტეოროლოგი
ბენაშვილი მარგალიტა (მერი) გიორგის ასული (1. XII. 1938, სოფ. გრემი, ყვარლის რაიონი), მეტეოროლოგი, გეოგრაფ. მეცნ. კანდ., დოცენტი (1971). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ-გეოლოგიის ფაკ-ტი მეტეოროლ. სპეციალობით (1959), შემდეგ ასპირანტურა მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე (1964-1967). მუშაობდა საქართვ. ჰიდრომეტეოროლ. სამმართველოში ინჟინერ-მეტეოროლოგის თანამდებობაზე (1959); თსუ-ში მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე უფრ. მასწავლებლად (1967-დან); დოცენტად (1971-დან); კითხულობდა ლექციებს მეტეოროლ. განხრით; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „ფიონების ეფექტი ჰაერის ტემპერატურაზე დასავლეთ საქართველოში“ (1971). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რ-იც ძირითადად შეეხება საქართ. ტერიტორიაზე მოქმედ ქარების მეტეოროლოგიურ რეჟიმს, მათ თავისებურებებს, განსაკუთრებულ მეტეოროლოგიურ მოვლენებს (გვალვა, სეტყვა და სხვ.): „ფიონური ქარების წარმოშობის თავისებურების შესახებ დასავლეთ საქართველოში“ (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1972, N 2, ტ. 65); „ფიონური ქარები“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1975, N 4); „მავნე მეტეოროლოგიური მოვლენები დასავლეთ საქართველოში“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1976, N 4)
ლიტ.: ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.