-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ბელთაძე გურამ ნიკოლოზის ძე (15.I.1949, სოფ. ზედა-ვანი, ვანის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. თსუ-ის პროფესორი (1999), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1992). დაამთავრა: ვანის 1-ელი 11 წლიანი საშ. სკოლა (1966), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1972). მუშაობდა: საქ. მეცნ. აკად. გამ. ცენტრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1972-1973); იყო სსრკ მეცნ. აკად. ცენტრ. ეკონომიკა-მათ. ინ-ტის ლენინგრადის განყ-ებაში და შემდეგ იმავე აკადემიის სოციალურ-ეკონ. პრობლემების ინ-ტში ნ. ვორობიოვის თამაშთა თეორიისა და ოპერაციათა კვლევის სამეცნ. სკოლის ასპირანტი მისივე ხელმძღვანელობით (1974-1976); ამავე პერიოდში მუშაობდა ლენინგრადის სახ. უნ-ტში ნ. ვორობიოვის ასისტენტად თამაშთა თეორიაში (1975-1976); ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1982-ლენინგრ. სახელმწ. უნ-ტში); ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1992, სანტ-პეტერბ. სახელმწ. უნ-ტში, სსრკ უმაღლ. საატ. კომისია). ორივე დისერტაცია დაცულია მათემატიკაში შიფრით 01.01.09-დისკრეტული მათ. და მათ. კიბერნეტიკა, ხოლო სამეცნ. მიმართულებაა თამაშთა თეორიის და ოპერაციათა კვლევის მათ. თეორია, მათ. დაპროგრამება. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქუთაისის პოლიტ. ინ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის ასისტენტად, უფრ. მასწავლებლად, დოცენტად (1977-1988); რუსეთის მეცნ. აკადემიის სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკა-მათემატიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1989-1992); ქუთაისის ტექნ. უნი-ტის უმაღლ. მათ. კათედრის პროფესორად (1993-1998); თსუ-ის გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტის და მექან.-მათემატიკის ფაკ-ტის პროფესორად (1999-2006); სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის პროფესორად (2007-დან); არის იმავე ფაკ-ტის პროფესორ-ემერიტუსი (2018 წლიდან). მისი სამეცნ. ინტერესებია: თამაშთა თეორიის და გადაწყვეტილებათა მიღების მათ. თეორია, შეფასების თეორია, პრიორიტეტების დადგენის და საკონკურსო ამოცანები, სოციალური არჩევანი, სოციალურ-ეკონ., პოლიტ. და სამართ. პროცესების მათ. მოდელირება, სწავლების ორგანიზაცია. აქვს 128-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის სამეცნ. სტატიები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები. ის არის საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკად. წევრი (2021-დან).
თხზ.: ბელთაძე, გ. (თანაავტორი). (2003). გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის საფუძვლები და მათი გამოყენება საზოგადოებრივ მეცნიერებებში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 999401322X; ბელთაძე, გ. (2016). თამაშთა თეორია: ურთიერთობათა და წონასწორობის მათემატიკური თეორია. თბ., საგამომ. სახლი ტექნიკური უნივერსიტეტი, ISBN: 9789941206054; Beltadze, G. (2024). Application of Bimatrix games in Two-Party Sistem Elections. Annali d’Italia (Italy’s scientific journal), N 56, pp. 25-28, ISSSN 3572-2436.