ბელი ვოლფრამ ჰაინრიჰ
ბელი ვოლფრამ ჰაინრიჰ

ბელი ვოლფრამ ჰაინრი (Bell Wolfram Heinrich ),  თსუს ბიოლ. და მედიცინის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭომ გერმანელი პროფესორი, ბონის წმინდა ელისაბედისა და წმინდა პეტრუსის სახ. გაერთიანებული საავადმყოფოს ქირურგ. განყ-ბის მთავარი ექიმი,  წარადგინა  უნ-ტის საპატიო დოქტორად (30.11.1998).

ბ. ვ. ნაყოფიერ მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსუს ქირურგიის კათედრაზე, ხელმძღვანელობდა ქართველ ასპირანტს. მისი უშუალო მონაწილეობით დაინერგა და დღემდე წარმატებით გამოიყენება მინიინვაზიური ქირურგიის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდები. დღეს რომ საქართველოში ამ ტექნიკით მიმდინარეობს ქირურგ. ოპერაციები, პროფ. ბ. ვ.-ს უდიდესი დამსახურებაა.

ბ. ვ.-ის ხელმძღვანელობით  შესრულდა ქირურგიის კათედრის თანამშრომლების საკვალიფიკაციო შრომა. მისივე ინიციატივით ქირურგიის ინ-ტის კლინიკის ბაზაზე ჰუმანიტარული მისიით განხორციელდა აქცია - ოპერაციები თსუ-ის თანამშრომლებისათვის. ამავე აქციის ფარგლებში უნ-ტის ქირურგიის კათედრისა და ბონის სამედ. კლინიკის თანამშრომლობით გამოიცა ერთობლივი სამეცნ.-საკვალიფიკაციო შრომა და ატლასი.

გასათვალისწინებელია, რომ მინიინვაზიური ქირურგია მოითხოვს უმაღ. ხარისხის ერთჯერადი გამოყენების ძვირადღირებულ ინსტრუმენტებს, რის ხარჯსაც ბ. ვ.-ის შუამდგომლობით სრულად ფარავს ბონის უნ-ტის ჰუმანიტარული მისია.