ბეგიაშვილი თედორე (თედო) მალაქიას ძე
ბეგიაშვილი თედორე (თედო) მალაქიას ძე

ბეგიაშვილი თედორე (თედო) მალაქიას ძე (04.XII.1892, სოფ. ფანიანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპ. - 21.X.1970, თბილისი), ქართვ. ფილოლოგი და პედაგოგი, ფოლკლორისტი. დაამთავრა თბილ. სას. სემინარია; იურევის (ახლანდელი ტარტუს) უნ-ტის ისტორია-ფილოლ. ფაკ-ტი (1916). იყო თბილ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); ასწავლიდა  საქართვ. სხვადსხვა ქალაქის საგანმან. დაწესებულებებში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. ალ. პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინ-ტში რუს. და ქართ. ლიტერატურის კათედრაზე (1956-დან). ავტორია ფილოლ., ფოლკლორისტული და პედ.-მეთოდოლ. გამოკვლევებისა. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: „ახალი მოტივები თანამედროვე ფოლკლორში“; „ა. წერეთელი და ქართული ფოლკლორი“; "ქართული სიტყვიერების ისტორია", რ-იც მიძღვნილია ქართ. ფოლკლორისადმი და ყველა ჟანრს მიმოიხილავს (I ნაწ.-1925, II ნაწ.-1927, III ნაწ.-1931); "ქართული ფოლკლორი" ქრესტომათია (1941) და სხვა.

წყარო: ბეგიაშვილი თედორე (თედო) მალაქიას ძე. არჯევანიძე ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია2. თბ., 1977. — გვ. 264; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.