-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი
ბეგალიშვილი ნოდარ ალექსანდრეს ძე
ბეგალიშვილი ნოდარ ალექსანდრეს ძე (12.VI.1944, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1969). მუშაობს ჰიდროლოგიის ინ-ტში (1969-დან); იყო ღრუბელთა ფიზ. და აქტიური ზემოქმედების განყ-ების ნალექთა რეგულირების ლაბორ. გამგე (1979-1986); დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1986-1999), ამავე დროს ხელმძღვანელობდა ღრუბელთა ფიზიკურ განყოფილებას; მისი მეცნ. გამოკვლევები ძირითადად ეხება ატმოსფერული ფიზიკის, ჰიდროლ. და ეკოლოგიის თეორ. და გამოყენებითი ხასიათის პრობლემებს; გეოფიზიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1995). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. გეოგრ. საზ-ება, პრეზიდიუმის წევრი (1996); საქართვ. გეოფიზიკის საზ-ება, ვიცე-პრეზიდენტი (1995).