ბედნორცი იოჰანეს გეორგ
ბედნორცი იოჰანეს გეორგ

ბედნორც იოჰანეს გეორგ (Bednorz Johannes Georg, 16.V.1950, ნოიენკირხენი, კრაის შტაინფურტი), თსუ-სთან მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის, მნიშვნელოვანი მეცნ. მიღწევებისათვის, ფიზიკაში მაღალტემპერატურული ზეგამტარობის აღმოჩენისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.09.2007).

ბ. ი. თავდაპირველად დაინტერესებული იყო ქიმიით. აბიტურის დამთავრების შემდეგ,  ვესტფალურ მიუნსტერის ვილჰელმის უნ-ტში განაგრძო ქიმიის შესწავლა (1968). პროფ. ვოლფგანგ ჰერმანის ხელმძღვანელობით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი კრისტალოგრაფიის განხრით სინთეზური პეროვსკიტების შესახებ.

ბ. ი. ექვსი თვით იმყოფებოდა შვეიცარიაში (1974), რათა სადიპლომო ნაშრომისათვის („პეროვსკიტების კრისტალური ზრდა და მათი მახასიათებლები“) ჰანს იორგ შეელის ხელმძღვანელობით შესაბამისი ექსპერიმენტები ჩაეტარებინა. ციურიხის მყარი სხეულების ფიზიკის ლაბორატორიაში მან ჰაინი გრენიხერისა და კარლ ალექსანდერ მიულერის ხელმძღვანელობით  სადოქტორო თემის საკითხებზე დაიწყო მუშაობა (1977).

ბ. ი.-ს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში (1987).