ბედიანიძე დალილა აკაკის ასული
ბედიანიძე დალილა აკაკის ასული

ბედიანიძე დალილა აკაკის ასული (14.IV.1952, თბილისი), ქართველოლოგი, ფოლკლორისტი, ფილოლოგიის დოქტორი (1985). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი, კლასიკური ფილოლოგია (1974). სხვადასხვა დროს მუშაობდა წიგნის ვაჭრობის გაერთიანება „წიგნში“ (1974), საქართვ. სახელმწ. ფილარმონიაში (1974-1979), საქართვ. ტელევიზიის ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციაში (1979-1980), ხალხთა მეგობრობის მუზეუმში (1984-1987), ლიტერატურის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (1987-2010, 2017). ბ.დ.-ს ინტერესთა სფერო მრავალფეროვანია და მოიცავს ქართ. ფოლკლორის მიმართებას სხვა ქვეყნების ფოლკლორთან, ასევე თანამედროვე ქართ. მწერლობის მიმართებას ფოლკლორთან (როგორც პროზისა, ისე პოეზიისა – ო. ჭილაძე, მ. მაჭავარიანი, შ. ნიშნიანიძე, ჯ. ქარჩხაძე, გ. ჯაბუშანური, ო. ჩხეიძე და სხვ.). იგი დიდ ყურადღებას უთმობს უნგრული ზღაპრების კვლევასა და თარგმნას. ასევე ნათარგმნი აქვს უნგრული ხალხ. ლექსები. ბ.დ. არის მაიაკოვსკისა (1982) და საქართვ. კომკავშირის (1985) პრემიის ლაურეატი პოეზიის დარგში.