ბედიანაშვილი გივი ვალერიანის ძე
ბედიანაშვილი გივი ვალერიანის ძე

ბედიანაშვილი გივი ვალერიანის ძე (17.III.1953, თბილისი), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით (1975), მიენიჭა ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაცია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემა: „ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის მნიშვნელოვანი მიდგომა: (მოდელირების საკითხები)“ (1981), შემდეგ კი - სადოქტორო დისერტაცია თემაზე “სახელმწიფოს გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნების და რესურსების შეთანაწყობის მეთოდოლოგია და მოდელები: (მაკროსისტემური ასპექტი)“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1993). არის საქართვ. ეკონ. მეცნ. აკადემიის წევრი; ვიცე-პრეზიდენტი; ევროპის უნ-ტის პროფესორი და უნ-ტის გლობალიზაციის ეკონ. და სოც. პრობლემების კვლ. ინ-ტის დირექტორი (2016-2022); თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის ასოცირებული პროფესორია (2020); გრიგოლ რობაქიძის სახ. უნ-ტის პროფესორი; რამდენიმე საერთაშ. რეცენზირებადი სამეცნ. ჟურნ. სარედაქციო კოლეგიის წევრი; მისი თაოსნობით დაარსდა მაღალრეიტინგული ჟურნ. "გლობალიზაცია და ბიზნესი“, რ-ის პირველი მთავ. რედ. იყო; (2016-2022); გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები: „ფინანსური ბაზარი, ინვესტიციები და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“ (ეკონომისტი, 2013, N4); „ევროკავშირი და საქართვლოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ბენმარკინგის საკითხი: ინსტიტუციური მაკროსისტემური ასპექტი“ (ეკონომისტი, 2014, N5);  „Benchmarking as a Research Method for Obtaining System Knowledge of the State Institutional Development“ (International Journa: Information Models and Analyses, 2017, N6); „კულტურა როგორც ცოდნის ეკონომიკის ფორმირების ფაქტორი პარადიგმული ცვლილებების სისტემური ინსტიტუციური კონტექსტით“ (გლობალიზაცია და ბიზნესი, 2018. N6) Macroeconomic and Cultural Determinants of the COVID-19 Pandemic Crisis“ (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2021, N 15); ზოგიერთი ინდექსირებულია სამეცნ. ბაზებში: Web of Sciences (ციტირება 22), Scopus (ციტირება 48) და Google Sholar (ციტირება 535); დაჯილდოებულია პაატა გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის მედალით; არის საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ექსპერტი ეკონომიკაში; გადაეცა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი ეკონომიკის დარგში სამეცნ. მიღწევებისთვის (2023).

თხზ.: ბედიანაშვილი, გ. (2018).  კროს-კულტურული ურთიერთობები საერთაშორისო ბიზნესში:  (დახმარე სახელმძღვანელო). თბ.,  ივერიონი, ISBN 9789941802096;  ბედიანაშვილი, გ. (2020). კულტურა როგორც ინსტიტუტი ეკონომიკასა და ბიზნესში: მაკროეკონომიკური სისტემური მიდგომა: მონოგრაფია. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941266607; ბედიანაშვილი, გ. (თანაავტორი). (2021). სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები და მათი განხორციელების მექანიზმები ეკონომიკური გაურკვევლობისა და გლობალიზაციის ცვლილებების პირობებში. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941269622.