ბებუთაშვილი (ბაბუთოვი) დავით იოსების ძე
ბებუთაშვილი (ბაბუთოვი) დავით იოსების ძე

ბაბუთოვი-ბებუთაშვილი დავით იოსების ძე  (20. IV. 1859-09.VII. 1923 ). დიდგვაროვანი, მწერალი, ქველმოქმედი, რუს. სახელმწ. სათათბიროს დეპუტატი. იყო ქართ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის კარზე ცნობილი მოღვაწის-ბებუთოვის შთამომავალი; პეტროგრადის პირველი დემოკრატ. კლუბის დამაარსებელი; განათლება მიიღო ევრაში; მან ბერლინში  დაარსა განმათ. მოძრაობისა და სოც. ნაშრომებით სახელგანთქმული ბ-კა-მუზეუმი.  ბ. დ.  ისააკ ბებელს,  ცნობილ სოც., პოლიტ. დევნილ-კატორღელებსა და სოციალ-დემოკრ. სახელმწ. სათათბიროს არჩევნების პერიოდში მატერიალურად ეხმარებოდა. რომანოვების სახლის არსებობის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით მან სახელმწ. სათათბიროს წევრ ობნინსკთან ერთად შეადგინა და ლაიპციგში არალეგალურად გამოსცა ცნობილი წიგნი "უკანასკნელი თვითმპყრობელი". ბ დ. მეგობრობდა ივანე ჯავახიშვილთან და როგორც ქველმოქმედი ეხმარებოდა უნ-ტს. მან თავისი მდიდარი წიგნების კოლექცია და ქონება, ანდერძის თანახმად საჩუქრად გადასცა თსუ-ს (30.12.1922). გარდაცვალების შემდეგ (1923), რექტორის თხოვნის საფუძველზე იგი სახელმწ. დაფინანსებით დაიკრძალა თბილ., ხოჯევანქის სასაფლაოზე. მისი ქლიშვილი იყო მხატვარი, ბარბარე  ბებუთაშვილი-გაბუნია.

ლიტ.: იმედაშვილი, ი. (2018). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: . 1. თბ., 2018.