ბებურიშვილი ლევან აკაკის ძე
ბებურიშვილი ლევან აკაკის ძე

ბებურიშვილი ლევან აკაკის ძე (02.VII.1990. ქ. თელავი), ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა  თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2011), მაგისტრატურა (2013) და დოქტორანტურა (2017). არის ფილოლოგიის დოქტორი (2017), თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი (2018), უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (2023), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტ პროფესორი (2020), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2025). ბ. ლ.-ის კვლევის ძირითადი სფეროა XIX-XX საუკუნეების ქართ. ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორია. არის მონოგრაფიის ავტორი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე: „ეთიკური პრობლემატიკა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“ (2018).

თხზ.: ბებურიშვილი, ლ. (2012). მწერლობის ,,მოთვინიერებაგრძელდება. გამ-ბა „მერიდიანი“. ISBN: 9789941106576; ბებურიშვილი, ლ., სიხარულიძე, ნ., ნინიძე, მ., თვალავაძე, თ., მეტრეველი, ს. (2025). გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ტექსტოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები. ტექსტოლოგიის, გამოცემათმცოდნეობისა და ციფრული ჰუმანიტარიის ასოციაცია. ISBN 978-9941-9956-2-0; ბებურიშვილი, ლ., სიხარულიძე,  ნ., ნინიძე, მ., თვალავაძე, თ., მეტრეველი, ს. (2025). გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე. ტექსტოლოგიის, გამოცემათმცოდნეობისა და ციფრული ჰუმანიტარიის ასოციაცია. ISBN 978-9941-9956-2-0.