ბებიაშვილი შოთა ლეონტის ძე
ბებიაშვილი შოთა ლეონტის ძე

ბებიაშვილი შოთა ლეონტის ძე (30.VI.1994, ხაშური - 18.III.1993, თბილ.). დაამთავრა თბილ. კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინ-ტი (1938). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში (1946–1993). იყო რადიოტექნიკის კათედრის გამგე; იყო რთულ ტექნიკურ სისტემათა საიმედოობის თეორ. და დარეზერვების ზოგადი თეორ. ერთ–ერთი ფუძემდებელი (1948 -დან). მისი ძირითადი შრომები ეხება მოდულაციის თეორიისა და რთულ სისტემათა საიმედოობის ზოგადი თეორიის პრობლემებს. რეგულარულად მონაწილეობდა თვითნასწავლ მხატვართა ნამუშევრების გამოფენებში (ამ გამოფენების ლაურეატი). II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწ. და საბრძოლო ჯილდოები. ტექ. მეცნ. დოქტორი(1964), პროფესორი(1970). მეცნ. რადიოტექნიკის დარგში. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1980); სსრკ დამს. რადისტი (1960).

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბებიაშვილი, შ. (1949). რადიოგადაცემა და მიღება. თბილ. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.; ბებიაშვილი, შ. (1969). საიმედოობის თეორიის საფუძვლები : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. - თბილ. უნ-ტის გამ-ბა.; ბებიაშვილი,შ. (1981). რადიოტექნიკის საფუძვლები : დამხმ. სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. თბილ. უნ-ტის გამ-ბა.