ბაზედოვი იურგენ
ბაზედოვი იურგენ

ბაზედოვი იურგენ (Basedow Jürgen, 29.IX.1949, ჰამბურგი - 06.IV.2023), თსუ-თან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ჰამბურგის მაქს პლანკის ინ-ტის დირექტორს, პროფესორს, მიენიჭა თსუ–ს საპატიო დოქტორის წოდება (10.09.2012).

ბ. ი.-მა განათლება მიიღო ჰამბურგში, ჟენევასა და პავიას უნ-ტებში (1969-1974). მან დაამთავრა ჰარვარდის უნ-ტის სამართ. სამაგისტრო პროგრამა (1981). იგი მიიწვიეს აუგსბურგის იურიდ. ფაკ-ტზე (1987), სადაც დეკანის პოსტსაც იკავებდა (1993-94). მეცნიერი ლექციებს კითხულობდა ბერლინის თავისუფალ უნ-ტში (1995). იგი  ჰამბურგის უნ-ტის პროფესორია.

ბ. ი.-ის ძირითადი საკვლევი საკითხებია: საერთაშ. და კერძო სამართალი, ეკონომ. სამართალი, სადაზღვევო სამართალი.

პროფ. ბ. ი.-ს მაქს-პლანკის საზ-ბამ ოტო ჰანის სახ. მედალი გადასცა (1979). იგი სპოკჰოლმის უნ-ტის საპატიო პროფესორად აირჩიეს (2002). უნგრეთის მეცნ. აკადემიის ეკონომიკისა და სამართ. განყ-ბის საპატიო წევრია (2007). ბ. ი.-ს ემერიტუს პროფესორის სტატუსი მიენიჭა (2017).