ბათიაშვილი გურამ აბრამის ძე
ბათიაშვილი გურამ აბრამის ძე

 ბათიაშვილი გურამ აბრამის ძე (დ. 10. I1938კულაშისამტრედიის მუნიციპალიტეტი), დრამ., პროზაიკოსი, საქ. სსრ ხელოვნების დამს. მოღვაწე (1987), მსოფლიოს ებრ. კონგრესისა (1991, ვიცე-პრეზიდენტი 2018–2021 წწ.) და საერთაშ. სიონისტური ორგანიზაციის გამგეობების წევრი (1993). ბ. გ.-მ დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1962). მუშაობდა: ლიტერატურულ გაზეთში“ (1965–1967), იყო რედ.  ჟურნ. თეატრსა და ცხოვრებს“ (1984–2018 წლებში), მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოიცა გაზ. მენორა“ (1993). მან პირველი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა ჟურნ. მნათობში“ (1962). ბ. გ.-ს ეკუთვნის პიესები: „ძახილი“  (დაიდგა გორისა და ჭიათურის თეატრში, 1969),   „კოტე მარჯანიშვილის ოთხი დღე“ (დაიდგა ბათუმის დრამატულ თეატრ, 1972 ), „ლალი, სიყვარული და სხვები“ (დაიდგა მოსკოვის ნ. გოგოლის სახ. თეატრში,1976), „ვალი“ (დაიდგა ქუთაისისა და რუსთავის თეატრში, 1976), „შეთქმულება“ (დაიდგა სოხუმის, ფოთისა და თბილ. თეატრში), „სოფლის გარდაცვალება“ (1985) და ა.შ. ბ. გ.-მ ცალკე კრებულად გამოსცა პიესები „ოთხი დღე“ (1972), „სერობის შემდეგ“ (1975), „ვალი“ (1980), „წერილები შვილებს“ (1988), კრებ. „დრამატურგია“ (2023). თანამედროვე ლიტერატურისა და თეატრის პრობლემებს მიეძღვნა მისი წიგნები „შენაკადები“ (1977), „კვალი“ (1985) და ა.შ. ბ. გ.-მ თარგმნა: ნ. ჰიქმეთის, ა. ნესინის, მ. შატროვის, საბაჰათინ ალის და სხვათა ნაწარმოებები. წიგნისთვის „მზე ღრუბლებში“ მიენიჭა საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია (1990). ბ. გ ავტორია რომანებისა: „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ“, „მეათე კაცი“, „ელიგულა და ხავა“, „მზის კარავში“; მონოგრაფიებისა: „ნაზიმ ჰიქმეთი“, „დავით ბენგურიონი“; ჩანაწერების წიგნისა „სახეები და სიტუაციები“. ბ.გ.-მ  მიიღო: საქართვ. მწერალთა კავშირის პრემია (1981), საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია (1991 ), საქართვ. სახელმწ. პრემია  (1998 ), დავით კლდიაშვილის სახ. პრემია (1998) და პოლიკარპე კაკაბაძის სახ. პრემია. ბ.გ-ს გადაეცა  ღირსების ორდენი (1998). ბ.გ იყო : ბორჯომისა და თბილ.  საპატიო მოქალაქე  (2024), ხოლო ისრაელის პრეზიდენტმა ეზერ ვაიცმანმა საქართვ. ისრაელის ურთიერთობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, დააჯილდოვა ღირსების რწმუნებით („თეუდათ ო კარა“). მინიჭებული აქვს „ქარული კულტურის ამაგდარის“ წოდება და ევრაზიის ებრ. კონგრესის „ღირსების სიგელი“.

ლიტ.: ბათიაშვილი გურამ. საქართველი: ენციკლოპედია. (1997), ტ. 1, გვ. 328.