-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე პედაგოგი მთარგმნელი მწერალი ასოცირებული პროფესორი
ბართაია ნომადი ევგენის ძე (16.IX.1944, მარტვილი, სოფ. ლეხაინდრაო – 9.II. 2026, თბილისი, დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, მთარგმნელი, მწერალი, ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (1997), ფილოლოგიის დოქტორი (2006), თსუ-ის ლაბორანტი და ასისტენტი (1966-1986), დოცენტი (1986-2006), ასოცირებული პროფესორი (2006-2018), თსუ-ის ირანისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვ. (2014-2018). პარალელურად მუშაობდა ს.-ს. ორბელიანის სახ. პედაგოგიურ უნ-ტში ირანისტიკის კათედრის გამგედ (1995-2006). ხელმძღვანელობდა ქუთაისის ა. წერეთლის სახ. უნ-ტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტსა და ირანისტიკის კათედრას, იყო ამ უნ-ტის ემერიტუს პროფესორი (1996–დან). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირანული ფილოლოგიის სპეციალობით (1966). მუშაობდა ირანში, ისპაჰანში სპარს. ენის თარჯიმნად (1970-1971). გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ირანში ისპაჰანის (1976), ურმიის (1997), თეირანის თარბიათე მოდარესისა (1999, 2001) და გილანის (2001) უნ-ტებში. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა, სპარს.-ქართ. ენობრივი და ლიტ. ურთიერთობები, სპარს. კალიგრაფია, სპარსულიდან ქართულად თარგმნის სტილურ-სემანტიკური ასპექტები. ირანელ და ქართველ თანაავტორებთან ერთად მან შეადგინა სპარს. დამხმარე სახელმძღვანელო-ქრესტომათია, რომელიც მოიცავს XVI-XIX საუკუნეების სპარს. ლიტერატურის ნიმუშებს ,,სპარსული ქრესტომათია“ (2017). იგი ასამდე სამეცნ. და სამეცნ.-პოპულარული ნაშრომის ავტორია. მისი კვლევის სფერო მოიცავს სპარს.-ქართ. ურთიერთობების ლიტერატურულ, ენობრივ, ისტორიულ და კულტურულ ასპექტებს. მან არაერთი გამოკვლევა მიუძღვნა სპარსულიდან ქართულში შემოსული ლექსიკის შესწავლას, ქართ.-სპარს. ლიტერატურულ ურთიერთობათა პერიოდიზაციის საკითხებს, სპარს. კლასიკური ლირიკის ქართულ თარგმანებს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ბ.ნ.-ს ნაშრომები საერთო სათაურით „საქართველო და ირანი“, რ-ებშიც გაშუქებულია საქართვ.-ირანის დიპლ., კულტ. და სამეცნ. ურთიერთობების ბოლო ათწლეულები. სამეცნ. მოღვაწეობის პარალელურად ბ.ნ. ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას. მას ნათარგმნი აქვს სპარს. ლიტერატურის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ავტორის ლექსები. ეს თარგმანები შევიდა მის მიერ შედგენილ კრებულში „სპარსული ლირიკა“, რ-ც აერთიანებს მეათე საუკუნიდან დღემდე ირანელ პოეტთა ლირიკის ქართულ თარგმანებს ,,სპარსული ლირიკა“ (2005). ბ.ნ. იყო საქართვ. მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართვ. მწერალთა კავშირის ალმანახ „ენგურის“ მთ. რედაქტორი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყ-ების ორენოვანი (ქართ.-სპარს.) ჟურნ. „კალამი“ რედაქტორი, არაერთი სამეცნ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, საქართვ. მწერალთა კავშირის და ჟურნალისტთა კავშირის წევრი, მარტვილისა (2016) და ლეხაინდრაოს საპატიო მოქალაქე (2019). დაჯილდოვებულია არაერთი პრემიითა და სიგელით: ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტ. და ისლამური კავშირების ორგანიზაციის საპატიო სიგელი (2001), საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელი (2006), ივ. მაჩაბლის სახ. პრემია (2009), ლიტ. პრემია „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“ (2014), ა. წერეთლის სახ. პრემია (2014), ირანის ისლამური რესპუბლიკის „შაჰრიარის“ კულტურის საერთაშ. მედალი (2016), ლიტერატურულ ფესტივალ „ქუჯის“ პრემია (2019), ქართ. კულტურის დესპანის წოდება (2019), ილია ჭავჭავაძის სახ. პრემია (2020), ჯემალ აჯიაშვილის სახ. პრემია (2021), გალაკტიონ ტაბიძის სახ. პრემია (2024) და სხვა.
თხზ.:ბართაია, ნ. (2009). ქართული საყვავილე ირანული ვარდებისთვის. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941126093; ბართაია, ნ. (2010). ქართულში შემოსული სპარსული ლექსიკა, იოსებ გრიშაშვილის „ქალაქური ლექსიკონის“ მიხედვით. თბ., უნ–ტის გამ–ბა ISBN9789941131806; ბართაია, ნ. (2013). საქართველო და ირანი: კულტურულ-მეცნიერულ ურთიერთობათა უპრეცედენტო 20 წელი. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941179235; ბართაია, ნ. (2014). ქართულ-ირანული ლიტერატურულ-ენობრივი ურთიერთობანი. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941224676; ბართაია, ნ. (2018). საქართველო და ირანი: კულტურული ურთიერთობანი გრძელდება, 2013-2017. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941262333; ბართაია, ნ. (2018). ბატონი მაგალი: აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი. ქუთაისის ა. წერეთლის სახ. უნ-ტის გამომც. ISBN9789994052455; ბართაია, ნ. (2019). საქართველო და ირანი, კულტურული ურთიერთობანი გრძელდება. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941263334.