ბარნოვი მიხეილ კონსტანტინეს ძე
ბარნოვი მიხეილ კონსტანტინეს ძე

ბარნოვი მიხეილ კონსტანტინეს ძე (04. V. 1987, თბილისი), ისტორიკოსი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა  თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი. იყო ისტორიის ბაკალავრი (2009), შემდეგ მაგისტრი (2011); ისტორიის დოქტორი (2016); თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2012-2023); ასოცირებული პროფესორი (2023-დან); ფულბრაიტის მკვლევარი (აშშ, ნიუ მექსიკოს უნ-ტი, 2017-2018). მისი სადისერტაციო ნაშრომია: „ჩიმიკაუს აპაჩების ლიდერი ჯერონიმო − ოჯახისა და მშვიდობის კაცი“ (2016).

თხზ.: ბარნოვი, მ. (2016). რობერტ ედვარდ ლი - დამარცხებული არმიის გამარჯვებული გენერალი: რატომ წააგო კონფედერაციამ ამერიკის სამოქალაქო ომი?. თბ., ISBN: 9789941083044; ბარნოვი, მ. (2017). ჯორჯ ვაშინგტონი. თბ., პალიტრა L, ISBN: 9789941249013; ბარნოვი, მ. (2024). შაიენები: ამერიკის უკანასკნელი მომთაბარეები. თბ., ფავორიტი. ISBN: 9789941137709.