ბარბაქაძე შოთა ივანეს ძე
ბარბაქაძე შოთა ივანეს ძე

ბარბაქაძე შოთა  ივანეს ძე (05.XII.1973. ქ. თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ - ტის ბაკალავრიატი (1997), შემდეგ ამავე ფაკ-ტის მაგისტრატურა, ბიოფიზიკის სპეციალობით (2000). დღემდე თსუ, ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტის, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ-ბის თანამშრომელია (1998 -დან). ამჟამად არის უფრ. მეცნ.-თანამშრომლი. დაიცვა საკანდ. დისერტაცია (2023). როგორც ახალგაზრდა მეცნიერს, მიღებული აქვს საქართვ. პრეზიდენტის სახელობის II ხარისხის სტიპენდია (2005). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე (2006 – 2008).  დღემდე თსუ მოწვეული პროფესორია (2012-დან). პარალელურად მუშაობდა თსუ საინფორმაციო ტექნოლ. დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე (2009 – 2014). არის ამავე დეპარტამენტის, კომპიუტერული ტექნიკის ინფრასტუქტურის განყ-ბის უფროსი (2014 -დან). ასევე ხელმძღვანელობს დისტანციური სწავლების ცენტრს. სამეცნ. ინტერესები: კალორიმეტრია, ბიოლოგიური სისტემების თერმოდინამიკული ანალიზი, Spirulina Platensis  და C-Phycocyanin-ის მიკროკალორიმეტრული შესწავლა. 30-მდე სამეცნ. ნაშრომის თანაავტორია, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 15 საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში როგორც პოსტერის გამოფენით, ასევე მოხსენებით.