ბარბაქაძე ნათია გიორგის ასული (13.IX.1979, ხაშური), ქიმიკოსი, ბიოლოგი. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. უნ-ტი საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი (2002) და ასპირანტურა (2005), დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ნავთობქიმიური პროდუქტებით გარემოს დაბინძურების კვლევა და რეაბილიტაცია" და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2006). ქიმიის მეცნ. კანდ. (2006). მუშაობდა გრ. რობაქიძის სახ. სასწ. უნ-ტის („Alma Mater”) ბიოლოგიის მასწავლებელად (2005-2011); პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2005-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-2018), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2018-2023); მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2018-დან). გავლილი აქვს აზიის მეორე სასწავლო კურსი "კვების პროდუქტების შემადგენლობის მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოყენება კვების მრეწველობაში" (ინდოეთი, ჰაიდერაბადი, 2006) და „ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობის“ (უკრაინა, ირპენი, 2011). ბ. ნ.-ს სასწ. კურსები და სამეც. ინტერესებია: ორგ. ქიმია, ნანო-ტექნოლოგია და დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი. თანაავტორია სამეცნ. სტატიების, მათ შორის: „Magnetite-doped nanopowder boron nitride for 10B delivery agent in BNCT“ (Solid State Sciences, 2024, 154, 107614); „Obtaining Boron Carbide and Nitride Matrix Nanocomposites for Neutron-Shielding and Therapy Applications“ (Condensed Matter, 2023, 8(4), 92); „Obtaining ultrafine powders of some boron carbide-based nanocomposites using liquid precursors“ (Nanotechnology Perceptions, 2019, 15(3), 243–256); „Synthesis of graphene oxide and reduced graphene oxide from industrial graphite foil wastes“ (European Chemical Bulletin, 2018, 7(11-12), 329–333) და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების და შრომების, მათ შორის: „Method of obtaining multicomponent fine-grained powders for boron carbide matrix ceramics production“ (Materials Today Proceedings, 2020, 51, 1872–1877). მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭ. სამხ. ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში (2005-2008).