-
ავტორი
- კატეგორიები: ასისტენტ-პროფესორი ექიმი
ბარბაქაძე ირინა ჯამბულის ასული (27.VI.1966, თბილისი), ექიმი-სტომატოლოგი. მედიცინის დოქტორი (1998), ასისტენტ-პროფესორი. დაამთავრა თბილ. სახ. სამედ. ინ-ტის სტომატოლოგიის ფაკ-ტი (1989). დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: “ენდოდონტური მკურნალობის კომპლექსში ბრაუნოლ-2000-ის გამოყენების კლინიკური და მიკრობიოლოგიური დახასიათება” (1998). ეწევა პრაქტ. საექიმო საქმიანობას (ექიმი-თერაპევტი სტომატოლოგი, 1990-დან). ბ. ი. არის თსუ-ის მედ. ფაკ-ტის სტომატოლოგიის დეპარტ. თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2006-დან). იგი არის 34 სამეცნ. ნაშრომისა და 1 მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის: „New approaches to the treatment of periimplantitis (review)“ (GEORGIAN MEDICAL NEWS, №5(302) May 2020, 28-33); “კბილის ფესვის არხის ობტურაციის ხარისხის შეფასება პულპიტისა და პერიოდონტიტის ქრონიკული ფორმების მკურნალობის დროს.” (ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2020, №1, გვ: 26-27.); “Georgian legume crop extract as an effective remedy during oral cavity soft tissue inflammation.” (Functional Foods in Health and Disease 2020; 10(1): 55-64.).