-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი მთარგმნელი პედაგოგი
ბარბაქაძე დავით (დათო) (07.III. 1966, ქ. თბილისი), მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, ესეისტი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. და ფილოს. ფაკ-ტი (1991), იყო თსუ-ის სოციოლოგიის კათედრის ასპირანტი (1992). თბილ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ფილოს. შესავლის, ფილოს. ისტორიის, რელიგიის ფილოს., ესთეტიკის, ლოგიკის აკადემიურ კურსებს (1990). ბ. დ-მ დააარსა: სალიტ. ვიდეო ჟურნ. „დათო ბარბაქაძის ჟურნალი“, სალიტ. ჟურნ. „პოლილოგი“ (1994) და სალიტ. ჟურნ.-გაზ. „ლიტერატურა“ (1996). ბ. დ. როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმ. და ავსტრიაში და ეწეოდა იქ შემოქმედებით მუშაობას (2001-2004). მან ქართ. ენაზე თარგმნა გერმანულ ენოვანი პოეზია. ბ. დ. იყო სსიპ „ირმის ნახტომის“ არა საგნობრივი პროექტების კოორდინატორი (2005-2008). ბ. დ. არის: თბილ. აპ. ქუთათელაძის სახ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის მიწვეული პედაგოგი და უძღვება აკად. კურსებს: „პოეზია და ფილოსოფია“, „ხელოვნების ფილოსოფია და ხელოვნების სოციოლოგია გერმანიაში“, „ევროპული რომანტიზმი“, „ევროპული ლიტერატურული ავანგარდი“ და სხვ. იგი არის ევრ. მწერალთა გაერთიანებისა და ავსტრიის პენ-კლუბის, ასევე რამდენიმე საერთაშორისო საზ-ბისა და რედკოლეგიის წევრი. ბ. დ-ს საქართვ. ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტ. პრემია და სტიპენდია. მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია მრავალ ტომეულში სახელწოდებით „შედეგები“ (2014).