-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ფილოლოგი ენათმეცნიერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბარათაშვილი ზურაბ ლევანის ძე (11. XI. 1985, თბილისი), ენათმეცნიერი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი, სტრუქტურული და გამოყენებითი ენათმეცნ. მიმართულებით (2007), მაგისტრატურა – ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი, ძვ. ენებისა და ცივილიზაციების მიმართულებით (2010), აგრეთვე ლონდონის უნ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლა (SOAS) ენათა და კულტურათა ფაკ-ტი, საველე ენათმეცნ. მიმართულებით (2016). გახდა თსუ-ის ფილოლოგიის დოქტორი (2018), მისი სადოქტორო ნაშრომია: „გარდამავლობა, ვალენტობა და ზმნის აქტანტური სტრუქტურები შუმერულ ენაში“ (2018). ბ. ზ. არის ავსტრალიის ეროვნ. უნ-ტის (ANU) ფილოს., კულტ., ისტ. და ენის პროგრამის (ენათმეცნიერება) დოქტორანტი; საფრთხეში მყოფ ენათა დოკუმენტაციის პროგრამის (ELDP) ინდივიდუალური სადოქტორო სტიპენდიის სტიპენდიატი (ლონდონი, ბერლინი, 2019-2021); სტივენ და ჰელენ ვურმების სადოქტორო სტიპენდიის სტიპენდიატი, აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ლინგვისტიკაში (2022); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტიპენდიატი (2024-დან); საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიწვეული პედაგოგი (2011); თბილ. ღია სასწ. უნ-ტის მიწვეული პედაგოგი (2013-2014); კავკასიის უნ-ტის მიწვეული პედაგოგი (2017-2019); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ახალგაზრდა მეცნ. საბჭოს სწავლული მდივანი (2014-2023); თსუ-ის მიწვეული პედაგოგი (2013-2024); საქართვ. მეცნ. აკად. მეცნიერ-თანამშრომელი (2012-დან); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2024-დან); თეორ. და გამოყენებითი ენათმეცნ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ხელმძღვ. (2024-დან). იგი მუშაობს ენათა ტიპოლოგიასა და საველე ენათმეცნიერებაში. საველე სამუშაოები ჩაუტარებია პაპუა ახ. გვინეაში (იპიკო ენა, ტრანსახალგვინეურ ენათა ოჯახი). მისი ნაშრომებია: „ორმაგი ბრუნება თნამედროვე ქართულში“ (ენათმეცნიერების საკითხები, 2008, N 1); „სივრცობრივ პრეფიქსთა სინტაქსური ფუნქციები შუმერულ ენაში“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2018, N 7); „ქცევის გრამატიკული კატეგორია ქართულში და "საუღლებელი პრეფიქსები" შუმერულში: შეპირისპირებითი ანალიზი“ (ქართველოლოგი, 2018, N 27); „ინვერსიულ ზმნებთან დაკავშირებული სინტაქსური ფუნქციები ქართულში“ (ტიპოლოგიური ძიებანი, 2024, N 8); „რუსულიდან ქართულში ნასესხები სიტყვების ფონეტიკური ანალიზი“ (ენათმეცნიერების საკითხები, 2024).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბარათაშვილი, ზ. (2022). გარდამავლობა, ვალენტობა და ზმნის აქტანტური სტრუქტურები შუმერულ ენაში. თბ., ნეკერი, ISBN: 9789941501333.