ბარამიძე თამაზ
ბარამიძე თამაზ

ბარამიძე თამაზ (18.I.1940, თბილისი), ეკონომისტი. დაამთავრა   თსუ-ის   ეკონომოკურ მონაცემთა დამუშავების ავტომ. განყ-ბა (1959-1964). მუშაობდა მოსკ.  ეკონ. და  სტატ.  პროგრამული  უზრუნველყოფის  ინჟინრად. ბ. თ.  მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ს მასაჩუსევის  ტექნოლოგიურ  ინ-ტში.  (1974-1975). ლექციებს კითხულობდა თსუ-ში  (1972-1977 ), ეკონ. მონაცემთა დამუშავების ავტომ. დეპარტამენტში, ასევე  გაეროს  სათავო  ინ-ტში (1968-1971). მუშაობდა ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების მკვლევარ-თანამშრომლად, ოფისის  ელექტრონულ  მონაცემთა  დამუშავების დეპარტამენტში (1977-1981). იყო  ეკონ. ინფორმაციის მექანიზებული დამუშავების ორგანიზაციის კათედრის გამგე (1982-1994).  მუშაობდა  გაეროს ლტვოლთა   უმაღ. კომისრის  ოფისში,  იკვლევდა  იძულებულ  პირთა  და  ლტოლვილთა მონაცემთა ბაზების განვითარებასა  და მართვის სტატისტ. პაკეტების დამუშავებას  (1994-2010). ბ. თ. იყო დამს. სპორტის ოსტატი.