-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი პედაგოგი ლიტერატურათმცოდნე პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბარამიძე ალექსანდრე გიორგის ძე (09.IV.1902, სოფ. ჯუნჯუათი- 30.XII.1994, თბილისი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის სიტყვიერების განყ-ბა (1920-1925). იქვე გაიარა ასპირანტურა (1925-1927). დაიწყო სამეცნ. მოღვაწეობა (1927-დან). ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, ფილოლოგი. იყო ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1936), პროფესორი, საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960), მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1966). თავდაპირველად ფოთის გიმნაზიაში სწავლობდა, ხოლო შემდეგ — ხაშურის გიმნაზიაში (1918-1920). იყო დოცენტი თსუ-ში (1927-1930), ფაკ-ტის დეკანი (1944-1945), პრორექტორი (1945-1949). იყო საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1946). იყო თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (1962-1970), საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის ინ-ტის დირექტორი (1966-დან). მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესად XI-XVIII ს–ების ქართ. საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთაველს, ჩახრუხაძეს, შავთელს, თეიმურაზ I-ს, სულხან-საბა ორბელიანს, დ. გურამიშვილს, ბესიკსა და სხვებს. მან, ერთ-ერთმა პირველმა, გაარკვია „ამირანდარეჯანიანის“ ორიგინალურობის საკითხი, „რუსუდანიანის“ ლიტ. წყაროები. იკვლევდა ქართ.-სპარს. ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის „ვისრამიანის“ ქართ. თარგმანისა და „შაჰ–ნამეს“ ქართ. ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი „ქილილა და დამანას“ ქართ. ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა მისი ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“ (1966). აკად. კ. კეკელიძესთან ერთად ავტორია ძვ. ქართ. მწერლობის ისტორიის სრული კურსისა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. მიღებული აქვს ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძისა და ი. ჭავჭავაძის სახ. პრემიები. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის საარქივო ფონდში. თბილისში არსებობს მისის სახ. ქუჩა.
თხზ.:ბარამიძე, ა. (1927). რუსუდანიანის ლიტერატურული წყაროები. უნ-ტის გა-მა; ბარამიძე, ა. (1931). დავით გურამიშვილი: ბიოგრაფიულ-კრიტიკული ეტიუდი. ქართული წიგნი; ბარამიძე, ა. (1980). ძველი ქართული მწერლობის პრობლემები. საბჭ. საქართველო; ბარამიძე, ა. (1987). ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIII სს.). უნ-ტის გამ-ბა.