ბალცეროვიჩი ლეშეკ
ბალცეროვიჩი ლეშეკ

ბალცეროვიჩი ლეშეკ (Balcerowicz Leszek, 19. I.1947, ლიპნო), ეკონ. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ცნობილ პოლონელ რეფორმატორსა და ვარშავის ეკონ. სკოლის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (24.02.2020).

ბ. ლ.-მ დაამთავრა ქ. ვარშავის დაგეგმვისა და სტატისტიკის ინ-ტი, ასევე ნიუ-იორკის წმ. გიორგის უნ-ტი.

ბ. ლ. პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის წევრი იყო (1969-1981). იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ჯგუფს, რომელთაც ეკონომიკური რეფორმების პროექტი მოამზადეს (1978-1981). პარტიიდან გასვლის შემდეგ, ბ. ლ. პროფგაერთიანება „სოლიდარობის“ ეკონ. კონსულტანტი იყო (1981). იგი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრია მაზოვეცკისა და ბელეცკის მთავრობაში (1989-1991). ამ პერიოდში ბ. ლ.-ის სახელს უკავშირდება სოციალ. ეკონომიკის კაპიტალისტურად გარდაქმნა. იმ დროიდან მოყოლებული ბ. ლ.-ის პიროვნება არაერთგვაროვნადაა შეფასებული ამ ქვეყნის მოქალაქეებში. მათი ერთი ნაწილი ბ.-ში „პოლონეთის ეკონომიკური სასწაულის“ ავტორს, ხოლო მეორე ნაწილი კი „ცივი გონების, აუღელვებელ ტექნოკრატს ხედავს“. მთავრობიდან წასვლის შემდეგ ბ. ლ. ხელმძღვანელობდა ვარშავის სავაჭრო ინ-ტის ერთ-ერთ კათედრას, შექმნა რამდენიმე ფონდი, რომელთა ნაწილსაც იგი თავად აკონტროლებდა, იყო საერთაშ. საინვესტიციო კომპანია JP Morgan-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სხვ.

ბ. ლ. გვევლინება რამდენიმე ქვეყნის, მ. შ. რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთის, ლიტვის და ბულგარეთის მთავრობათა ეკონ. მრჩეველის როლში (1992). წლების მანძილზე მეცნიერი უპარტიოა, შემდეგ კი იგი „თავისუფლების კავშირში“ („UNIA WOLNOSCY“) ერთიანდება (1995), სადაც მას თავმჯდომარედ ირჩევენ და ამ ფუნქციას იგი 2000 წლის ბოლომდე ასრულებს (ამჟამად კავშირის თავმჯდომარეა პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პროფ.  ბრონესლავ გერემეკი).