-
ავტორი
- კატეგორიები: სპორტსმენი
ბალავაძე ვახტანგ მიხეილის ძე (დ. . XI. 1926, სოფ. ღანირი, სამტრედიის რაიონი-25. VIII. 2018), ქართვ. და საბჭ. სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე, სამბისტი. საბჭ. კავშირის სპორტის დამს. ოსტატი (1955), საბჭ. კავშირის დამს. მწვრთნელი (1971). ბ. ვ.-მა დაამთავრა საქართვ. ფიზკულტურის სახელმწ. ინ.-ტი (1951), ხოლო მოგვიანებით თსუ-ის ისტ. ფაკ.-ტი (1956). ბ. ვ. იყო: პირველი ქართვ. მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო), მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (სტამბოლი, 1957, ). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956), ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭ. კავშირის ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. საბჭ. კავშირის ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). საბჭ. კავშირის ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზდრობის I მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. რომის ოლიმპიადის მონაწილე (1960). ბ. ვ.-ს ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს. 1960 წლის. ბ. ვ. ავტორია წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორი (1957, 1980), ხალხთა მეგობრობის (1976), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997). საქართვ.სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართვ. ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). ქალაქ თბილ. საპატიო მოქალაქე (1999). მისი მიღწევებია: ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (73 კგ. მელბურნი, 1956), (73 კგ. ტოკიო, იაპონია,1954), (73 კგ, სტამბოლი, თურქეთი, 1957), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: (73 კგ; თეირანი, ირანი, 1959), (73 კგ; იოკოჰამა, იაპონია, 1961 ), ახალგაზრდობის I საერთაშორისო თამაშების ჩემპიონი (73 კგ; ბუქარესტი, რუმინეთი, 1953), საბჭ. კავშირის ხალხთა I და II სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (73 კგ; მოსკ., 1956), (73 კგ; მოსკ., 1959), საბჭ. კავშირის ჩემპიონი (73 კგ; ბაქო, 1952), (73 კგ; თბილ., 1953), (74 კგ; ლენინგრადი, 1954), 1955 (73 კგ; მინსკი, 1955), (73 კგ; კიევი, 1957), საბჭ. კავშირის ვიცე-ჩემპიონი (73 კგ; მოსკ., 1956), (73კგ; მოსკ., 1959), საბჭ. კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 1951 (73 კგ; თბილ., 1951), საერთაშ. ტურნირების ჩემპიონი (ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1954), 1954 (სტოკჰოლმი, შვედეთი, 1954), (გეტებორგი, შვედეთი, 1954), (ესკილსტუნა, შვედეთი, 1954), (თეირანი, ირანი, 1957), (თავრიზი, ირანი, 1957), (ტოლედო, ესპანეთი, 1958).
ლიტ.: ბალავაძე ვახტანგ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. (1977), ტ. 2, გვ. 163.