-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ბალავაძე ბენედიქტე კონსტანტინის ძე (25.VI.1909, სოფ. ღანირი, სამტრედია – 26.III.2010, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1931). იყო გეოფიზიკის ობსერვატორიის ადიუნქტი (1931-1932); გეოფიზიკის ინ-ტის განყ-ბის გამგე (1934-1939); სწავლული მდივანი (1938-1939); საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინ-ტის დედამიწის ქერქის ფიზიკის განყ-ბის გამგე (1941-1943); ფიზიკისა და გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1943-1950); ფიზიკისა და გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორი (1950-1953); თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის დოცენტი (1938-1957); კათედრის გამგე (1968-1991); პროფესორი (1957-1999); გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორის მრჩეველი (1987-2006). მისი შრომები ეხება დედამიწის ქერქის აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის გრავიმეტრიული შესწავლის მეთოდების დამუშავებას, სიმძიმის ძალის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნას, კავკასიის ტერიტორიისა და მიმდებარე ზღვების აკვატორიების გრავიტაციული ველის გამოკვლევას. არის 198 სამეცნ. ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს ო. შმიდტის (1979), ს. კოროლიოვის (1988) და ნ. პოლიუგინის (1991) სახ. ორდენები. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "გრავიტაციული ველი და დედამიწის ქერქის აგებულება საქართველოში" (1955). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, აკადემიკოსი (1974); საქართვ. სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო, წევრი (1930-1931). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. სახელმწ. პრემია, მეცნიერ. და ტექნიკის დარგში (1996); ღირსების ორდენი(1996); ა. ნადირაძის სახ. ორდენი (1994); ივ. ჯავახიშვილის სახ. ორდენი (1988); მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით" (1985); შრომის ვეტერანის ორდენი (1985); მედალი "შრომითი წარჩინებისთვის" (1966); საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1961); მედალი "შრომითი მამაცობისთვის" (1946); მედალი "კავკასიის დაცვისთვის" (1945).
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): Балавадзе, Б. (1957). Гравитационное поле и строение земной коры в Грузии; ბალავაძე, ბ. (1959). გრავიმეტრიის კურსი. სახელმძღვ. სტუდენტებისათვის; Балавадзе, Б. (თანაავტ. К. З. Картвелишвили). (1984). Приливы в твердом теле Земли; Балавадзе, Б. (თანაავტ. В. Абашидзе). (1985). Наклоны и деформации земной коры в районе Ингурской ГЭС,; ბალავაძე, ბ.(1988). გეოფიზიკის ტერმინოლოგია (რუს.-ქართ. და ქართ.-რუს.).