-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ბალარჯიშვილი გულნარა იოსების ასული (25. XII. 1948. ქ. სიღნაღი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1970); თსუ-ის ასპირანტურა (1973). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ციკლოპენტენური რიგის ნახშირწყალბადების სინთეზი და გარდაქმნები ალუმოსილიკატურ კატალიზატორებზე“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1981). პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1973-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორ. მეცნიერი თანამშრომელი (2010-დან). მეცნ. ინტერესების სფერო: ქიმ. მეცნიერებანი, გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი. ბ. ნ.-ს შრომები ეხება გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების მეთოდების შემუშავებას ქიმ. ეკოლოგიის მიდგომების გამოყენებით, კერძოდ, ეკოლოგიური ამოცანების გადასაჭრელად მძიმე მეტალებისა და ჰალოგენშემცველი დამაბინძურებლების წყლიდან ერთდროულად მოცილების მიზნით, სორბციული სისტემების შექმნას. თანაავტორია სამეცნ. სტატიების, მათ შორის „Copper Ions Adsorption from Aqueous Solution Using Perlite“ (International Journal of New Technology and Research (IJNTR), 2020/7, 6/7); „Water purification from zinc ions using expanded perlite“ (Adsorption, 2023, 9/12) და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების.