ბალარჯიშვილი ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე
ბალარჯიშვილი ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე

ბალარჯიშვილი ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე (1874, სოფ. ზემო ბოდბეში, სიღნაღის რ-ნი-1949), პედიატრი, თბილ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი. დაამთავრა ტომსკისა და კიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1899). პირველი ქართვ. პედიატრი. პროფ. ჩერნოვის (კიევი) მოწაფე. სხვადასხვა დროს იყო: თბილ. ქალაქის ცენტრ. ამბულატორიის პედიატრი; ბავშვთა საავადმყოფოს უფრ. ორდინატორი; თბილ. მე-15 პოლიკლინიკის ექიმი; სკოლის ექიმი; თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზიის (მოგვიანებით ვაჟთა მეშვიდე გიმნაზია) ექიმი (1907-დან); ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვ. წევრი (1908-დან) და მოგვიანებით ამავე საზ-ბის თბილ. განყ-ბის წევრი (1917-დან). თბილ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).

წყარო: საქართვ. ეროვნ. ბიბლიოთეკა; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქისშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის  ფონდი  471-1-16, გვ. 2.