ბალაძე ემზარი
ბალაძე ემზარი

ბალაძე ემზარ (2.XII.1961, ქ. ქობულეთი), მათემატიკოსი,  ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1983), თსუ-ის ასპირანტურა (1986). მუშაობდა თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასისტენტად (1987-1988);  თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის დოცენტად (1988-1997); ბათუმის შ. რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტის მათ. კათედრის პროფესორად - შეთავსებით (1994 -დან); თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის პროფესორად(1997); იყო საქართვ. ფინანსთა მინისტრის მრჩეველი (1996-2000);  საქართვ. პარლამენტის ეკონ. პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი (1996-1998); საქართვ. მე-5 პარლამენტის წევრი (2003-2004).