-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი რექტორი პროფესორი აკადემიკოსი
ბალაძე დურსუნ ოსმანის ძე (14.II.1930, სოფ. წყავროკა, ქობულეთის რაიონი - 25.IV.2004, თბილისი), მათემატიკოსი. საქ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988). თსუ-ის პროფესორი (1972), ფიზ.-მატ. მეცნ. დოქტორი (1971). დაამთავრა თსუ (1956). იყო: თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრის პროფესორი (1972-1978); ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის რექტორი (1978-1991); ქ. ბათუმის უნ-ტის მათ. კათედრის გამგე (1991). მისი ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიურ სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიის საკითხებს; შემოიღო კოეფიციენტის ჯგუფთა წყვილის მიმართ აღებული ჰომოლოგიები (კოჰომოლოგიები), განიხილა პარამეტრიანი ჰომოლოგიები (სადაც პარამეტრი რომელიმე ნებისმიერი კომპლექსია), შეისწავლა ნებისმიერი კომპლექსის ჰომოლოგიების (კოჰომოლოგიების) აპროქსიმაცია მისი სასრული კომპლექსების ჰომოლოგიებით (კოჰომოლოგიებით). იყო აჭარის ასრრ X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).
თხზ.: Баладзе, Д. (1984). Исследования по теории гомологии:(Экстраординарные теории). Тб., Ганатлеба;
ლიტ.: ებანოიძე თ. (1997). ბალაძე დურსუნ ოსმანის ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1. თბ., გვ. 344; ყიფიანი, თ. (2003). წიგნი ღირსებისა: ტ. 5. თბ., გვ. 82.