ბაკურაძე  ნოდარ  შალვას ძე
ბაკურაძე ნოდარ შალვას ძე

ბაკურაძე  ნოდარ  შალვას ძე (27.III.1934, ქუთაისი -  22.V.III.2024, თბილისი), ეკონომისტი, ტექნიკურ მეცნ. დოქტორი, პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის ეკონ. ფაკ-ტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით (1953-1958). იყო თსუ–ის სასურსათო საქონელმცოდნეობის კათედრის ჯერ ასისტენტი (1960-1967), შემდეგ უფრ. მასწავლებელი (1967-1988). მუშაობდა მოსკოვის კომერციული ინ–ტის სასურსათო საქონელმცოდნეობის კათედრაზე. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ციტრუსოვანი ხილის კომპლექსური გადამუშავებისას ეთერზეთების წარმოების რაციონალური ტექნოლოგიის შემუშავება“ (1987). იყო თსუ–ის სასურსათო საქონელმცოდნეობის კათედრის დოცენტი (1988–დან). პარალელურად მუშაობდა: შპს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ექსპერტად; საქართვ. ეკონ. და სამართლის უნ–ტის ასოცირებულ პროფესორად; მაგისტრატურის განყ–ბის გამგედ. იყო თბილ. სასწ. უნ–ტის მოწვეული პროფესორი; თსუ–ის ტურიზმისა და მასპინზლობის მენეჯმენტის კათედრის მოწვეული პროფესორი (1998-2022). ბ. ნ. რამდენიმე სახელმძღვანელოსა და გამოგონების ავტორია. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნ.-კვლევითი სტატია:  „სასურსათო საქონლის სამომხმარებლო თვისებები და სარგებლიანობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში“, (ჟურნ. მარკეტინგის აქტუალური საკითხები. თბ., 2000); „მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმძღვანელო „პრინციპების განხორციელება საქართველოში სასურსათო პროდუქტების ბაზრის მდგომარეობის მიხედვით“, (ჟურნ. ხარისხი, 2002); „ხარისხის მენეჯერთა მომზადების აუცილებლობა და შესაძლებლობა საქართველოში“, (სამეცნ. შრომების კრებ., 2005).