-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი პედაგოგი
ბაკურაძე თამარ ვლადიმერის ასული (25.I.1962, თეთრიწყარო). დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტის ინგლ. ენის ფაკ-ტი, რ-ის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო იმავე ინ-ტის სინქრონული თარგმნის უმაღლ. კურსებზე, ინგლ. ენის განყ-ბაზე (1979-1982). მუშაობდა თსუ-ის ხმელთაშუა ზღვის კულტურების შემსწავლელ ლაბორატორიაში, ჯერ ლაბორანტად, ხოლო შემდგომ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1987-დან). თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტზე, კლასიკური ფილოლოგიის კათედრასთან ჩამოყალიბდა ახალბერძნული ენისა და ლიტერატურის განყ-ბა, რ-ის ჩამოყალიბებაშიც იღებდა აქტიური მონაწილეობას (1988). იგი მუშაობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ახალბერძნული ენის მასწავლებლად (1987-1991); უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ინიციატივით ჩართული იყო არაქართული მოსახლეობისათვის ქართ. ენის სწავლების სახელწ. პროგრამაში (1990-1993). ბ. თ. თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე, შემდგომში კი კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტში, ასწავლიდა ახალბერძნულ ენასა და ლიტერატურას, სტილისტიკას, თარგმანის თეორიასა და პრაქტიკას (1993-2006); საბერძნეთის სახელმწ. მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, იყო ავტორი პირველი ახალბერძნული სახელმძღვანელოსი (1995); საერთაშ. სტიპენდიის ფარგლებში, ექვსი თვით მივლინებულ იქნა საბერძნეთში, ათენში, სადაც მონაწილეობდა საბერძნეთის განათლების სამინისტროსა და სახელმწ. სტიპენდიათა ფონდის ერთობლივ პროექტში „სწავლების პრაქტიკა და თეორია“ (1997); ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმის გამოცდები ახალბერძნულ და კლასიკურ ფილოლოგიაში (2000); ჩართული იყო ახალბერძნული ენის ლექსიკონის მომზადების პროცესში (2006-მდე). ბ. თ მუშაობდა თსუ-ში და ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას (2007-მდე); იყო სინქრონული თარჯიმანი უნ-ტის მიერ ჩატარებულ არაერთ საერთაშ. კონფერენციაზე; მონაწილეობდა ლიბერალური განათლების ამერიკულ-ქართულ პროექტში (AGILE-ჯონ ჰოპკინსისა და მიჩიგანის უნ-ტის ჯეიმს მედისონ კოლეჯის ერთობლივი პროექტი საქართვ. სამ უნ-ტთან თანამშრომლობით, 2006-2008); იყო თსუ-სთან არსებული ეკონომიკის საერთაშ. სკოლის (ISET) ინგლ. ენის პედაგოგი (2007-2008); მუშაობდა სან დიეგოს უნ-ტის თბილ. ფილიალში ქართ. ენის მასწავლებლად (2018-2022); აქტიურად მოღვაწეობდა საერთაშ. განათლების ამერიკულ საბჭოში, სადაც ხელმძღვანელობდა ქართ., რუს. და ჩეჩნური ენების სწავლების პროგრამას (2003-2019). ჩართულია საერთაშ. ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაში (2013-დან).
თხზ.: ბაკურაძე, თ. (1996) ახალბერძნული ენა: სრული კურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და ახალბერძნული ენის შემსწავლელთათვის. თბ., ლოგოსი; ბაკურაძე, თ. (1996). ბერძნული ენის სახელმძღვანელო: ინტენსიური კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5511006874; ბაკურაძე, თ. (თანაავტორი). (2007). ვსწავლობ ბერძნულს: 1 [კლასი].თბ., [ლოგოსი], ISBN: 9789941401015; ბაკურაძე, თ. (თანაავტორი). (2016). Azәrbaycanca-Gürcücә-ingilizcә danışıq kitabı=აზერბაიჯანულ-ქართულ-ინგლისური სასაუბრო. თბ., ტექნ. უნ-ტი, ISBN: 9789941206986.